ინტეგრირებული სამოდელო გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი, გვარი: ელისო პაპასქუა
საგანი:
ქართული, როგორც მეორე ენა
სწავლების საფეხური/კლასი: საბაზო, VI კლ.
მოსწავლეთა რაოდენობა:
9; სპეციალური საგანმანათლებლო
საჭიროების მქონე მოსწავლე არ არის.
გაკვეთილის თემა:
ნუ მოჭრი, მორთე
გაკვეთილის
მიზანი: მოსწავლე შეძლებს
მცირე საინფრომაციო ტექსტის გაგებას და ღია ბარათის/პოსტერის შედგენას გარემოსდაცვით
თემაზე, ნაძვის მოჭრასთან დაკავშირებით.
კავშირი ესგ-სთან:
ქ.მ.V.3. მოსწავლეს შეუძლია შემეცნებითი
ხასიათის მცირე ზომის ტექსტის გაგება.
ქ.მ.V.15. მოსწავლეს შეუძლია კორესპონდენციის მარტივი ენით წერა.
ბუნ.VI.10.მოსწავლეს შეუძლია გარემოსდაცვითი
ღონისძიებების გატარება, მათი მნიშვნელობის აღწერა და დასაბუთება.
(გამოხატავს საკუთარ
დამოკიდებულებას ბუნებრივი რესურსების უკანონო გამოყენების მიმართ სააგიტაციო პლაკატების
და ბუკლეტების საშუალებით.)
#
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული
მეთოდები
|
კლასის
ორგანიზების ფორმები
|
სასწავლო
რესურსები
|
დრო
|
1
|
ა.
მოსწავლეები ეცნობიან გაკვეთილის თემას,ისხენებენ ქცევის წესებს,მასწავლებელი აცნობს
შეფასების რუბრიკას.
ბ. მოსწავლეები
ავსებენ ასოციაციურ რუკას თემაზე ,,ახალი წელი“
გ.
მოსწავლეები აკვირდებიან სურათებს,ამოიცნობენ ნაძვის ხეს.
ამოიღებენ
უცნობ სიტყვებს სიტყვების სკივრიდან და განმარტავენ
კონტექსტისა და სურათების მიხედვით.
დ.ახარისხებენ რეინჯერისა და ბრაკონიერის საქმიანობის ამსახველ
ფრაზებს მათი სურათების ქვეშ.
|
გონებრივი
იერიში
|
ფორუმი
|
პროექტორი,
ლეპტოპი,ფაუერპოინტის საპრეზენტაციო პროგრამა, დაფა,მარკერი, ფლიპჩარტის ქაღალდი.
|
7წთ.
|
2.
|
ა.
მოსწავლეები უყურებენ გარემოსდაცვით ვიდეორგოლს ,,ნუ მოჭრი,მორთე“ და ამოიცნობენ
მთავარ თემას
ბ.
კითხულობენ და მონიშნავენ სწორ და არასწორ ინფორმაციას
გ.
კითხულობენ მოსმენილ ტექსტს ელექტრონულ წიგნში და ახარისხებენ ინფორმაციას ცხრილში,რომელშიც
გამოყოფენ ნაძვის ზრდის დროს, სიცოცხლის ხანგრძლივობას, ჯარიმის ოდენობას უკანონოდ
მოჭრის შემთხვევაში.
|
ინფორმაციის
ამოკრება/დახარისხება გრაფიკული მაორგნიზებლების მეშვეობით.
|
ფორუმი,ინდივიდუალური
|
ფაუერპოინტის
პრეზენტაცია,მოსწავლის სამუშაო ფურცლები,
პროგრამა
storyjumper.com-ში შექმნილი ელექტრონული წიგნი
|
8
წთ.
|
3.
|
მოსწავლეები
ტექსტის მიხედვით, ნასწავლი სიტყვებისა და ფრაზების გამოყენებით ადგენენ ღია ბარათს/პოსტერს
მოწოდებით -,, ნუ მოჭრი ნაძვს,მორთე“.გააფორმებენ,წარადგენენ კლასის წინაშე.
|
პოსტერის
დამზადება
|
ჯგუფური
|
ფლიპჩარტის
ქაღალდები, ფლომასტერები, ფანქრები.
|
20
წთ
|
4.
|
ა.მასწავლებელი
აფასებს მოსწავლეებს გამნავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებით,შეფასების რუბრიკის
მიხედვით.
ბ.
აძლევს საშინაო დავალებას: შეადგინონ მსგავსი
ღია ბარათი მეგობრისთვის და მოძიონ ინფორმაცია, თუ
ნაძვის რომელი სახეობებია გავრცელებული საქართველოში.
|
სიტყვიერი
განმარტება
|
ინდივიდუალური
|
შეფასების
რუბრიკა
|
5
წთ
|
შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმი/ქულა
|
მაქსიმალური
|
საშუალო
|
მინიმალური
|
აქტიურობა
და ჩართულობა
3
|
სისტემატურად ჩართულია საგაკვეთილო პროცესში.
3ქ.
|
ჩართულია საგაკვეთილო
პროცესში,მაგრამ ხანდახან ეფანტება ყურადღება.
2ქ.
|
პასიურია გაკვეთილზე
1ქ.
|
ინდივიდუალური
მუშაობა გაკვეთილზე.
4
|
ინდივიდუალურ სამუშაოს ასრულბს ხარვეზების გარეშე.
სწორად ამოიცნობს გაკვეთილის თემას და ახარისხებს ინფორმაციას.
4ქ.
|
ასრულებს სამუშაოს,მაგრამ ხარვეზებით.
ზოგჯერ არაზუსტად ახარისხებს ინფორმაციას.
3ქ.
|
ვერ ასრულებს სამუშაოს სხვისი დახმარების გარეშე.
უჭირს ინფორმაციის ამოცნობა/დახარისხება.
2ქ.
|
ჯგუფური
მუშაობა.
3
|
ჩართულია ჯგუფურ მუშაობაში,იცავს ჯგუფური მუშაობის
წესებს. პოულობს საჭირო ფრაზებს და ენობრივ კონსტრუქციებს პოსტერისთვის და იცავს
სტრუქტურას.
3ქ.
|
ჩართულია ჯგუფურ მუშაობაში,იცავს ჯგუფური მუშაობის
წესებს,მაგრამ ხანდახან ეფანტება ყურადღება. პოულობს საჭირო ფრაზებს, მაგრამ იყენებს
მცდარ ენობრივ კუნსტრუქციებს.
2ქ.
|
პასიურობს ჰგფური მუშაობისას. არ იცას ჯგუფური მუშაობის
წესებს. უჭირს დავალების შესრულება სხვისი დახმარების გარეშე.
1ქ.
|
გამოყენებული ონლაინრესურსები:
https://www.youtube.com/watch?v=-1bWeK_s0mY გარემოსდაცვითი ვიდეორგოლი
https://www.storyjumper.com/book/index/61352995/5bec2f3691dde
ჩემ მიერ შექმნილი ელექტრონული წიგნი.
მასწავლებლის სახელი , გვარი
: ელისო პაპასქუა
საგანი : ქართული,როგორც მეორე ენა
სწავლებლის საფეხური /კლასი : მე-12 კლ.
მოსწავლეთა რაოდენობა: 13
გაკვეთილის თემა : შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირები და არაადაპტირებული გარემო
გაკვეთილის მიზანი : მოსწავლე შეძლებს ისაუბროს შშმ პირების პრობლემებზე და გადმოსცეს საკუთარი
დამოკიდებულება ამასთან დაკავშირებით.
·
ესგ-სთან
შესაბამისობა:ქმ.VII.19. მოსწავლეს შეუძლია მისთვის საინტერესო საკითხზე
ზეპირი პროექტის წარმოდგენა. გამოხატავს თავის დამოკიდებულებას კონკრეტული
ინფორმაციისადმი/განსახილველი საკითხისადმი/პრობლემისადმი.
N
|
აქტივობის
მიზანი და აღწერა
|
გამოყენებული
მეთოდი / მეთოდები
|
კლასის
ორგანიზების ფორმა / ფორმები
|
სასწავლო
რესურსები
|
დრო
(წთ)
|
1
|
მიზანი-მოტივაცია, ინტერესის გამოწვევა, ახალი ლექსიკური ერთეულების
შემოტანა (შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, ეტლით
მოსარგებლე, სმენადაქვეითებული,უსინათლო, ინტელექტუალური დარღვევების მქონე,ადაპტირებული
გარემო, პანდუსი, ეტლი, ეტლით მოსარგებლე, ჟესტების ენა) წინარე ცოდნის აქტივაცია.
აღწერა -
1. შემსწავლელები აკვირდებიან ფოტოს და გამოთქვამენ ვარაუდს თემასთან
დაკავშირებით.
2. უყურებენ ვიდეოჩანაწერს და ახალ ლექსიკურ ერთეულებს უსადაგებენ შესაბამის
სურათს.ამოწმებენ პასუხებს მასწავლებელთან ერთად ფაუერპოინტის პრეზენტაციის მეშვეობით.
3. ასრულებენ ლექსიკურ სავარჯიშოს ელექტრონულად.
|
ინტერაქცია,ფორუმი
|
ფორუმი
|
სამუშაო ფურცელი,ლეპტოპი,
პროექტორი
|
5წთ.
|
2
|
მიზანი -მოსასმენი ტექსტის გაგება
(შშმ პირები და მათი პრობლემები,შეზღდული გარემო)გლობალურ და სელექციურ დონეზე.
აქტივობა: უყრებენ ვიდეოჩანაწერს
და ასრულებენ მესამე,მეოთხე და მეხუთე
დავალებას სამუშაო ფურცლიდან.მასწავლებელთან ერთად დიდ ეკრანზე ფაუერპოინტის პრეზენტაციის
მეშვეობით ამოწმებენ პასუხებს.
|
ინფორმაციის დახარისხება,დაკავშირება გრაფიკული
მაორგანიზებლების მეშვეობით
|
ფორუმი
|
სამუშაო ფურცელი,ლეპტოპი,პროექტორი
|
15წთ
|
3
|
მიზანი - ვარჯიში,ტრანსფერი.
აქტივობა - მოსწავლეები ნასწავლი სიტყვების,ფრაზებისა
და შემოთავაზებული თემატიკის მიხედვით მოამზადებენ მცირე პრეზენტაციას და ისაუბრებენ
შშმ პირებთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ და გამოხატავენ საკუთარ დამოკიდებულებას.
|
ნამუშევრის პრეზენტაცია
|
ჯგუფური მუშაობა
|
სამუშაო ფურცელი
|
20წთ
|
4
|
შეფასება,საშინაო დავალება
|
განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება
საშინაო დავალება: შშმ პირებთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის
გზები
|
ჯგუფური
|
შეფასების რუბრიკა
|
5წთ.
|
გაკვეთილზე გამოყენებული ბმულები:
გაკვეთილზე გამოყენებული ელექტრონული სავარჯიშო:
შეფასების რუბრიკა
აქტიურად ჩართულია საგაკვეთილო პროცესში,გამოთქვამს ვარაუდებს,საჭირო
ინფორმაციას ამოკრებს,ახარისხებს და უსადაგებს ერთმანეთს.
აჯგუფებს ინფორმაციას შესაბამისი თემატიკის მიხედვით და წარადგენს კლასის
წინაშე.
|
იყენებს სათანადო ენობრივ კონსტრუქციებს და გრამატიკულ ფორმებს, იჩენს
ენობრივ გაბედულებას.
|
ჯგუფური მუშაობის დროს ჩართულია სამუშაო პროცესში,თანამშრომლობს ჯგუფის
წევრებთან.
|
10-9 ქულა
|
ჩართულია საგაკვეთილო პროცესში,გამოთქვამს ვარაუდებს,თუმცა, ზოგჯერ არაზუსტად.
საჭირო ინფორმაციას ამოკრებს,ახარისხებს
და უსადაგებს ერთმანეთს.
აჯგუფებს ინფორმაციას შესაბამისი თემატიკის ზოგჯერ სჭირდება დახმარება.
|
იყენებს სათანადო ენობრივ კონსტრუქციებს და გრამატიკულ ფორმებს.
|
ჯგუფური მუშაობის დროს ზოგჯერ
პასიურობს, არ უჭირს ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობა.
|
8-7 ქულა
|
ჩართულია საგაკვეთილო პროცესში,გამოთქვამს ვარაუდებს,თუმცა, არაზუსტად/თავს
იკავებს ვარაუდების გამოთქმისგან. საჭირო ინფორმაციას ამოკრებს,ახარისხებს და უსადაგებს ერთმანეთს.
აჯგუფებს ინფორმაციას შესაბამისი თემატიკის მიხედვით,სხვისი,ან მასწავლებლის
დახმარებით.
|
მწირად იყენებს ენობრივ კონსტრუქციებს და გრამატიკულ ფორმებს.
|
ჯგუფური მუშაობის დროს ზოგჯერ
პასიურობს/ უჭირს ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობა.
|
6-5 ქულა
|
No comments:
Post a Comment